ადამიანთა ჯგუფები ცდილობდნენ კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაეზარდათ, საბედნიეროდ, უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა აღმოიფხვრა – მამუკა მდინარაძე დმანისის მოვლენებზე

203
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დმანისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მდინარაძის განცხადებით, იყო მცდელობა, რომ კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. „საბედნიეროდ, ამ საღამოს უკვე დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა აღმოიფხვრა, ეს ძალიან კარგია. რომელიმე ადამიანის დაკავება ან არდაკავება ამ პრობლემას გუშინ აღმოფხვრიდა თუ არა, ამის თქმა ძალიან რთულია. გამოჩნდნენ ადამიანთა ჯგუფები ცდილობდნენ, ეს კონფლიქტი გადაეზარდათ ეთნიკურ დაპირისპირებაში და ეს ელფერი მისცემოდა, რაც დაუშვებელია. ნებისმიერი ადამიანი, რომელი პოლიტიკური შეხედულების არ უნდა იყოს, უნდა ცდილობდეს ასეთ კრიტიკულ და რისკიან სიტუაციებში დადგეს ხელისუფლების, პოლიციის ან ვინმეს მხარეს კი არა, სიმართლის და გადაწყვეტის გზების ძიების მხარეს, რომ ასეთი სახე არ მიიღოს, რისი სერიოზული რისკიც დღეს გაჩნდა.

ამის ნაცვლად, ისინი უფრო აღრმავებდნენ ამას. ამ წუთასაც კი, ტელევიზიებში მიმდინარეობს ერთი აზრის გახმოვანება და მოგვარებული პრობლემის მიუხედავად, ისინი ცდილობენ ამ პრობლემის გაღრმავებას. არსებობს საკითხები, რომელიც არის ძალიან სენსიტიური, რომელიც საჭიროებს ერთად დგომას, მიუხედავად რომ,ლიმე ადამიანის სუბიექტური პოლიტიკური შეხედულებებისა და აქ ერთად უნდა დავდგეთ. ეს კიდევ უფრო გაამარტივებს პრობლემის გადაჭრას“,-განაცხადა მდინარაძემ.

ამ დროისათვის დმანისში კონფლიქტი ამოწურულია და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ინციდენტი დმანისში, გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება