ინგა გრიგოლია, უპასუხე ჩემს ზარს, გირეკავ!!! – დიმიტრი ლორთქიფანიძე ცილისწამებას ეხმაურება

1910
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

დიმიტრი ლორთქიფანიძე ტელეკომპანია “პირველთან” დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

ტელეკომპანია “პირველმა” დიმიტრი ლორთქიფანიძეს პირდაპირ ეთერში ივერი მელაშვილის მკვლელობის სურვილი დააბრალა და სიუჟეტი ისე გაუშვა, რომ მათი ბრალდების მთავარ ფიგურანტს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს არ დაუკავშირდნენ – ამის შესახებ დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ინგა გრიგოლია, უპასუხე ჩემს ზარს, გირეკავ!!!

შენი ჟურნალისტები უტიფრად ცრუობენ პირდაპირ ეთერში, რომ თითქოს, მე მათ ზარებს არ ვპასუხობ!!!! ეს ტყუილია!!!!
ველაპარაკე ყველას, ვინც დარეკა, მათ შორის მიშა სესიაშვილს, “ფორმულას” ჟურნალისტს , “ობიექტივის” ჟურნალისტს პრესის ჟურნალისტებს!!!!!” – წერს ლორთქიფანიძე
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძეს ცილი სამმა ოპოზიციურმა არხმა: “მთავარმა”, “ფორმულამ” და “პირველმა” ე.წ. ფარული ჩანაწერების საფუძველზე დასწამა.

 

კომენტარები
რეკლამა
მოწონება