ფეხი ჩამოსწიეთ და ისე ილაპარაკეთ – ნატა ფერაძეს გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდა

885
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით მოქალაქეების პეტიციაზე მსჯელობდნენ, დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე და სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ მუზეუმის შენობა ინგრევა, ექსპონანტები გადასარჩენია და ყველაფრის პოლიტიზება არ შეიძლება: “სარდაფში თუ ჩაბრძანებულხართ, ნახავთ, რა დღეშია ფუნდამენტი”, — თქვა მან, რა დროსაც, ნატა ფერაძემ მოუწოდა, ჯერ გაეცნოს [სიტუაციას] და “მერე ილაპარაკოს სისულელეები”.

“რა ბრძანეთ? ეს ვინ არის, ტო? ქალბატონი რომ არ იყოთ, სხვანაირად დაგელაპარაკებოდით. ზრდილობა ისწავლეთ, უპირველეს ყოვლისა. მშვენივრად ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, თქვენგან განსხვავებით. ზრდილობა და ქცევა ისწავლეთ, ფეხი ჩამოწიეთ და ისე ილაპარაკეთ, გეგონებათ ოჯახში გაიზარდეთ”, — მიმართა გრიგოლ ვაშაძემ ნატა ფერაძეს.

 

კომენტარები
რეკლამა
მოწონება