მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, აშშ სხვა ქვეყნებს ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს – ჯო ბაიდენი

177
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, აშშ სხვა ქვეყნებს ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს.

„დღეს ჩვენ დამატებით ნაბიჯს ვდგამთ მსოფლიოს დასახმარებლად. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა არასდროს იქნება უსაფრთხოდ, სანამ პანდემია, რომელიც გლობალური მასშტაბით იზრდება, არ გაკონტროლდება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში წარმოებულ AstraZeneca-ს ვაქცინებს მას შემდეგ გაანაწილებენ, როდესაც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მას დაამტკიცებს.

„საზღვარგარეთ ვირუსის ახალი ვარიანტების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რამაც საფრთხის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მსოფლიოს ამ დაავადებასთან ბრძოლაში, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება