Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

კაცობა და ღირსება ნიკა მელიას ძლიერი მხარე არ არის – კახა კალაძე

მარშალ პრესი 07/04/2022
კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას მიერ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა.

მისი თქმით, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარეა, სინამდვილეში კი სააკაშვილის ხელის ბიჭია.

„ზოგადად, ყოფილი კონკურენტები ერთმანეთზე ნაკლებად საუბრობენ. მაქსიმალურად თავს შევიკავებ კომენტარისგან. თუმცა, მოკლედ მაინც ვიტყოდი, რომ მელიას არ ესმის ერთი რამ, როდესაც წააგებ უნდა გეყოს ღირსება და გამარჯვებულ კონკურენტს უნდა მიულოცო. თუმცა, კაცობა და ღირსება მისი ძლიერი მხარე არ არის. ეს ბევრ რამეში დადასტურდა. მაგალითად ის, რომ იგი დღეს წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურ თავმჯდომარეს, სააკაშვილის ხელის ბიჭია. წაგებული კაცები მუშტებს აღარ იქნევენ. ასევე, მელია ბათუმში არჩევნებზე ჩასული ვიხილეთ. სასტუმროდანაც კი ვერ ბედავდა გამოსვლას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Continue Reading

Previous: მინისტერიალზე განვიხილავთ უკრაინისთვის მეტი თავდაცვითი სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების და მრავალი სახის დახმარების საჭიროებას
Next: რომ არა სააკაშვილის მაშინდელი კაპიტულაცია, გორი იქნებოდა ბუჩა და ფოთი იქნებოდა მარიუპოლი! – ბონდო მძინარაშვილი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025