Skip to content
01/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდის განახლდება ქუთაისის აეროპორტში მგზავრების მიღება. ოფიციალური განცხადება

მარშალ პრესი 29/10/2022
ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება – 30 ოქტომბერს ზოლის მარკირება დასრულდება და აეროპორტი მგზავრების მიღებას 31 ოქტომბრის 01:00 საათიდან განაახლებს.

„რეაბილიტაციის პროცესში მოხდა ასფალტობეტონის საფარის დაზიანებული ადგილების ფრეზირება. საფუძველზე, სადაც ყველაზე მეტად იყო ბეტონის ფილები დაზიანებული, მოხდა ფილის დემონტაჟი. ამავე ფართზე გამაგრდა საფუძველი ცემენტნარევი ქვიშა-ღორღით. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუა ნაწილში ორ ფენად დაიგო 80მმ სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის საფარი. ასევე, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცენტრალურ უბანზე წვრილმარცვლოვანი მოდიფიცირებული ასფალტობეტონის 50მმ სისქის საფარი გაკეთდა“, – აღნიშნულია აეროპორტის განცხადებაში.

Post navigation

Previous: ბადრი შუბლაძე სკამიდან გადააგდეს – მორიგი ფიზიკური დაპირისპირება ეთერში (ვიდეო)
Next: ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი: რუსეთი ენერგეტიკულ ბრძოლას წააგებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.