ბახვისა და დვაბზუს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მარიკა ჩხიკვიშვილი დასახელდა

199
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მარიკა ჩხიკვიშვილი ორი დიდი სოფლის დვაბზუსა და ბახვის მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს.,,ქართული ოცნებამ” არჩევანი ახალგაზრდა კანდიდატზე სწორედ მისი გაწეული საქმიანობის გამო შეაჩერა. მარიკა ოთხი წელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ფრაქცია,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილეა. პროფესიით იურისტი,საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა დვაბზუსა და გომის საჯარო სკოლაში. მარიკა ჩხიკვიშვილი კარგად იცნობს დვაბზუში და ბახვში არსებულ პრობლემებს და როგორც აქამდე,მომავალშიც გააგრძელებს ბრძოლას მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება