საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის – სალომე ზურაბიშვილი

133
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსიის პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება.

„მისასალმებელია ოპოზიციისა და მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე შეჯერება და ამ შეჯერებული დოკუმენტის უახლოეს დღეებში ვენეციის კომისიაში გაგზავნა!

მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების ყველა პუნქტის დროული შესრულება.

საარჩევნო რეფორმა იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება