Skip to content
10/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მარშალ პრესი 28/10/2022
ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს, ალვინ ბოტეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და სამხრეთ აფრიკას შორის არსებული ურთიერთობების მათ შორის, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, რუსეთის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე აგრესია და მისი გავლენა როგორც საქართველოს და სამხრეთ აფრიკის, ასევე გლობალურ უსაფრთხოებაზე.

„ნიკოლოზ სამხარაძემ სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრის მოადგილემ მისი ქვეყნის მხარდაჭერა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ და განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის ეს მიდგომა გადახედვას არ დაექვემდებარება”, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

Continue Reading

Previous: დაადგათ ყელზე პრემიერის წარმატებული ვიზიტი და მოლაპარაკებები, ვერ ეგუებიან ჩვენს სუვერენიტეტს! გასცა ბატონმა მცოცავებზე დირექტივა: აბა! სისინი! ერთხმად! ასისინდნენ აქეთ-იქიდან – გოგა ხაინდრავა
Next: თუ არა ასეთი დაყროყინება, არ მგონია, რომ სხვა რამით შეეძლოს ყურადღების მიქცევა – გიორგი ვოლსკი გახარიას განცხადებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025