არ შეიძლება კონფლიქტის ისე მიწოდება, თითქოს ქვეყანა ინგრევა, ამ დროს იმის 10 % არ იყო – ვახტანგ გომელაური

145
წაკითხვა/ნახვა

ყველა ქართველები ვართ, ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები, ძმები არიან. არ შეიძლება კონფლიქტის ისე მიწოდება, თითქოს ქვეყანა ინგრევა ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დმანისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

როდესაც ასეთი რამ ხდება, ეს არ არის მარტო მმართველი გუნდის, სახელმწიფოს, პოლიციის, ან ადგილობრივი დეპუტატების გადასაწყვეტი და სანერვიულო.

სამწუხაროდ, ადამიანები, ტელევიზიები პირიქით აშუქებდნენ, თითქოს, აი, უბედურება ხდება ხალხო, დროზე ეთნიკურად აზერბაიჯანელებს კლავენ, ან პირიქით ეთნიკური აზერბაიჯანელები კლავენ ქართველებს.

სამწუხაროდ, ასეთი რამ ხდებოდა ზოგ ტელევიზიაში. ეს არ უნდა ხდებოდეს, ყველა ქართველები ვართ, ეთნიკურად აზერბაიჯანელები ჩვენი მოქალაქეები, ძმები არიან. არ შეიძლება კონფლიქტის ისე მიწოდება, თითქოს ქვეყანა ინგრევა, ამ დროს იმის 10 % არ იყო“,- აღნიშნა გომელაურმა.

ამ დროისათვის დმანისში კონფლიქტი ამოწურულია და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ინციდენტი დმანისში, გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები
მოწონება