მოუმატეს ჭორების გავრცელებას და წუწუნსაც. დვაბზუში ამომრჩევლების შეურაცხყოფა და მათზე ზეწოლაც დამაბრალეს – ბახვი – დვაბზუს მაჟორიტარობის კანდიდატი მარიკა ჩხიკვიშვილი საოზგადოებას მიმართავს

1238
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ბახვი – დვაბზუს მაჟორიტარობის კანდიდატი მარიკა ჩხიკვიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“ძვირფასო დვაბზუელებო, ძვირფასო ბახველებო, ოზურგეთელებო,
ორ კვირაზე მეტი დაგვრჩა ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებამდე. სულ უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს მხარდაჭერას ჩვენი მერობის კანდიდატის – ავთანდილ თალაკვაძის და ჩვენი გუნდის მიმართ. საზოგადოება სწორად აფასებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღეს და ბოლო 4 წლის განმავლობაში შექმნილ რეალობას, თავისი მოქმედი პირებით და ამიტომაც მომართულია ცვლილებებისთვის. ამის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი ისიც გახლავთ, რომ მოქმედი მერი და მასთან ანგარებით დაკავშირებული ადამიანები უკვე ძალიან ნერვიულობენ, მოუმატეს ჭორების გავრცელებას და წუწუნსაც. დვაბზუში ამომრჩევლების შეურაცხყოფა და მათზე ზეწოლაც დამაბრალეს, რაც აბსურდი და უსინდისო ტყუილია.
ამისთვის, კონსტანტინე შარაშენიძემ ჩვენს სოფელში მამუკა გოგუაძე გამოიყენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ სამსახურიდან გაუშვა როგორც თავადვე ამბობდა, “წარუმატებელი მუშაობის გამო”, შემდეგ კი სოფლის გამგებლად დანიშნა შავი დღისთვის, რომელიც როგორც ჩანს ახლა დაუდგა. თავისი შვილის თანატოლს რომ “ძალადობაში და ზეწოლაში” მადანაშაულებს და თან საკუთარ სოფელს, რომელზეც პასუხისმგებლობა აქვს ჩაბარებული – ეუბნება არაფერი შემიძლია, ვერაფრით დაგეხმარებით, მარიკა როგორ შევაჩეროო – ეს რამდენად ღირსეული საქციელია, თავად შეაფასეთ. ასე გამოიყურებიან წაგების წინ!
ოზურგეთს ნამდვილად სჭირდება ახალი და პროგრესული, განათლებული მერი, როგორიც ავთო თალაკვაძეა, რომელსაც აქვს პოლიტიკური გუნდის ძლიერი მხარდაჭერა და რომელიც დვაბზუში, ჩვენთან ერთად, ღირსეულ ადამიანს შეარჩევს წარმომადგენლად.
წარმატებები ჩვენს ოზურგეთს!
#ქართულიოცნება41″ – წერს ბახვი – დვაბზუს მაჟორიტარობის კანდიდატი მარიკა ჩხიკვიშვილი
კომენტარები
რეკლამა
მოწონება