მასხარა სააკაშვილისგან გუშინ მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მოვისმინე – პრემიერი

339
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

“მასხარა სააკაშვილისგან გუშინ მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება და საუბრობს ჯარზე, რომ თურმე “ქართულ ოცნებას” როგორი დამოკიდებულება აქვს ჯარის მიმართ და მე გეტყვით რამდენიმე ფაქტს.

მე მქონდა პატივი და ვიყავი თავდაცვის მინისტრი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, რაც ჩვენ დავიწყეთ და გავაკეთეთ სამუშაოები ბოლო 1 წელში,  არ გაკეთებულა მრავალი ათეული წელია. ყველა ბაზის თანამედროვედ მოწყობა, ევროპული ტიპის, ნატოს სტანდარტებით აღჭურვა და შეიარაღება, წვრთნები; ყველა მიმართულებით გვქონდა არნახული პროგრესი

სააკაშვილის დროს, კარგად გახსოვთ როგორ ექცეოდნენ ჯარს. თავად, ეს ლაჩარი კაცი, რომელიც კარგად ვნახეთ, როგორ მოიქცა ომში. ჯერ მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი ჰალსტუხების ჭამით და შემდეგ ვნახეთ მიწაზე გართხმული, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები თავს სწირავდნენ სამშობლოს დასაცავად და დღეს, ისევ ეს ადამიანი (მიხეილ სააკაშვილი) გამოდის და ძალადობს ჩვენ მოსახლეობაზე, იმუქრება რაღაც პროვოკაციების მოწყობით და ა.შ”– განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება