Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

პროკურატურამ 10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

მარშალ პრესი 28/10/2022
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ 10 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებული იძულების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებული ბინაში მარტო მყოფ არასრულწლოვანს, კარზე ხელის და ფეხის დარტყმით აიძულებდა, კარის გაღებას. ხოლო მას შემდეგ რაც არასრულწლოვანი ვერ დაითანხმა, კარის შემტვრევით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 26 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ქონების განადგურების მუქარა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Post navigation

Previous: ისანში, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა
Next: არესტოვიჩების და გონჩარენკოების მსგავსი სუბიექტები ითხოვენ მეცენატების დასანქცირებას! ამიტომაც, ჩვენ დავუწესოთ სანქციები და გამოვკეტოთ იმ საბნელეთში, რომელშიც ჩაგდებას თავიანთი უბადრუკი ჭკუით სხვებს უპირებენ! – ედიშერ გვენეტაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.