IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„მთავარი არხის” ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებულ გიორგი რურუას განცხადებით, როცა დააკავეს, ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, რაც მისივე თქმით, ჩხრეკის ვიდეოჩანაწერშიც ჩანს. აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი რურუამ განცხადება დღევანდელ სასამართლო პროცესზე გააკეთა.

„დღეს შესრულდა 7 თვე, რაც უკანონო პატიმრობაში ვიმყოფები. ეს უკანონობა რომ არ გაგრძელებულიყო, საკასაციო სასამართლოს ერთი განკარგულებით შეეძლო ამ საქმისთვის ნათელი მოეფინა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ვიდეოჩანაწერები ამოეღოთ, სადაც ჩემი ჩხრეკა ჩანდა. სახლის გასაღების გარდა, არანაირი იარაღი მე არ მქონდა”, – განაცხადა რურუამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება