დაკავებულია 14 წლის ბიჭი, რომელმაც 3 თანატოლი დაჭრა – დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

477
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა,  2007 წელს დაბადებული ლ.მ.
არასრულწლოვნების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ
მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, თბილისში
დაკავებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მრავლობითი
ჭრილობები მიაყენა 2007 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს., 2006 წელს დაბადებულ
ბ.ხ.-ს და 2006 წელს დაბადებუ გ.მ.-ს.

პოლიციამ ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი- დანა, ნივთმტკიცებად
ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს,რაც
დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება