ვისთვის არის კორონავირუსზე ტესტირება უფასო? – გიორგი ღიბრაძის განმარტება

498
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

მთავრობის ნომერ 975 განკარგულებით განსაზღვრულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ნუსხაში მოხვედრილია, მათთვის ტესტირება არის და იყო უფასო, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ამ ადამიანის ტესტირების საფასურს ანაზღაურებს სახელმწიფო.

„ეს რეგულაცია მოქმედებს 2020 წლის 15 ივნისიდან და მთავრობის ნომერ 975 განკარგულებით განსაზღვრულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა. ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ნუსხაში მოხვედრილია, მათთვის ტესტირება არის და იყო უფასო. 

არაფერი არ შეცვლილა ამ მიმართულებით. ეს ნუსხა არის საკმაოდ ვრცელი – ეს არის სამედიცინო პერსონალი, კოვიდ ინფიცირებულების კონტაქტები, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულების პერსონალი. ყველა ამ ადამიანის ტესტირების საფასურს ანაზღაურებს სახელმწიფო. ტესტირება ფასიანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც არ არის ამ ნუსხაში“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება