ბატონო ბაიდენო, სამწუხაროდ, ისრაელის მხარდაჭერის გამო, ისტორიაში სისხლიანი ხელებით შეხვალთ – ერდოღანი

188
წაკითხვა/ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ისრაელს 735 მილიონი დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის.

„ბატონო ბაიდენო, სამწუხაროდ, ისრაელის მხარდაჭერის გამო, ისტორიაში სისხლიანი ხელებით შეხვალთ. მხარს უჭერთ ისრაელს, რომელიც ღაზას არაპროპორციულად ესხმის თავს. გვაიძულეთ ამის თქმა. არ გავჩუმდებით. იერუსალიმისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ“, – აღნიშნა თურქეთიოს პრეზიდენტმა.

დღეს გაზეთ The Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელს 735 მილიონი დოლარის შეიარაღებას მიჰყიდის.

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის კონგრესმა შესაბამისი შეტყობინება თეთრი სახლის ადმინისტრაციისგან 5 მაისს მიიღო.

არსებული ინფორმაციით, საუბარია მაღალი სიზუსტის იარაღზე.

კომენტარები
მოწონება