Skip to content
01/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს

მარშალ პრესი 27/10/2022
ირაკლი ხახუბია

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა მმართველ გუნდში. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში სამძიმრის წერისლ აქვეყნებს:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო.

მისი სახით, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ირაკლის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

წერილს აქვეყნებს ასევე ირაკლი კობახიძე:

“სიტყვებით ძნელია ირაკლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის გამოხატვა. ის იყო უკეთილშობილესი ადამიანი და თითოეული ჩვენგანისთვის უძვირფასესი მეგობარი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ირაკლის სული!”- წერს ირაკლი კობახიძე.

Post navigation

Previous: კახეთში, ძმამ საკუთარი და მოკლა
Next: ერთად დავიცვათ აფხაზური ენა – ირაკლი ღარიბაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.