დმანისის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის არცერთი პირი დაკავებული არ არის – ვახტანგ გომელაური

148
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

დმანისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჯერ არავინ დაუკავებიათ, – ამის შესახებ შსს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

„დაკავებული არცერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან. გამოკითხავენ და გამოვუშვებთ, თუმცა, გამოძიება დაწყებულია და მიდის გამოძიება, რამდენი ადამიანი იქნება მომავალში დაკავებული, არ ვიცით ჯერ. ამ წამს, დღეს, დაკავებული არავინ იქნება, იქნება გამოკითხული და გამოშვებული, გამოვიძიებთ.

რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც ქვემოთ მოხდა, 5-6 ლოკაციაზე იყო პოლიციელები განაწილებული, სამწუხაროდ, არა დმანისიდან ჩასულები, არამედ, ზოგი თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა სიტუაცია და იქ შეხლა-შემოხლა მოხდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ამ დროისათვის დმანისში კონფლიქტი ამოწურულია და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

ინციდენტი დმანისში, გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. სცემეს მაღაზიის მეპატრონეს და განადგურებულია სავაჭრო ობიექტის ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჯოხებით შეიარაღებული ახალგაზრდები ერთმანეთს სცემენ. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება