Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა გვაქვს. მე მათ დავუთმობდი საუბარს ნებისმიერ სანქციებზე, რომლებიც მათ შესაძლოა, დააწესეს

მარშალ პრესი 25/10/2022
ნედ პრაისი

ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკომისიამ მოუწოდა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

კითხვა ეხებოდა იმას, ინფორმირებულია თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების შესახებ და ჰქონდა თუ არა უკრაინულ მხარესთან კონსულტაციები სასანქციო სიასთან დაკავშირებით.

„ჩვენ უკრაინელ პარტნიორებთან მჭიდრო სამუშაო ურთიერთობა გვაქვს. მე მათ დავუთმობდი საუბარს ნებისმიერ სანქციებზე, რომლებიც მათ შესაძლოა, დააწესეს. რაც შეეხება საქართველოს, თქვენ მოგისმენიათ, რომ ჩვენ არაერთხელ გვითქვამს; ვფიქრობ, მე ეს თქვენთვის აქამდეც მითქვამს – ჩვენ კვლავ მოწოდებულნი ვართ, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან მაშინ, როდესაც ის ახორციელებს რეფორმებს, რომლებისკენაც ევროკავშირმა, ამ შემთხვევაში ევროკომისიამ მოუწოდა. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე და მის უფრო ფართო ევროპულ მისწრაფებებზე“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

Post navigation

Previous: ეს იყო ტრაგედია, რამაც გამანადგურა – კახა კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე
Next: ყოველდღიურად ვშორდებით უკრაინულ პროცესს, რომელიც დაიძრა ძალიან მძიმე ფასად, უკრაინელი ბაშვების, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლის ფასად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.