Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ორ მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფის შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება აუცილებელია კავკასიის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად

მარშალ პრესი 24/10/2022
ლადო ბოჟაძე

მსოფლიოში არსებული უმწვავესი პრობლემების და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საქართველოში დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა. ილჰამ ალიევი ბოლოს 2015 წელს გვსტუმრობდა, ირაკლი ღარიბაშვილთან მისი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები უკვე მრავალი წელი გრძელდება, ამ ურთიერთობის და ნდობის დამსახურება გახლდათ 2021 წლის ივნისში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება და დანაღმული ტერიტორიების რუკების აზერბაიჯანისთვის გადაცემა მოყვა – წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ბოჟაძე წერს, ყველა საკითხი სწორედ ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, ამის წინაპირობას ილჰამ ალიევის და ირაკლი ღარიბაშვილის მრავალწლიანი და ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა იძლევა.

„მსოფლიოში არსებული უმწვავესი პრობლემების და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე საქართველოში დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა. ილჰამ ალიევი ბოლოს 2015 წელს გვსტუმრობდა, ირაკლი ღარიბაშვილთან მისი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები უკვე მრავალი წელი გრძელდება, ამ ურთიერთობის და ნდობის დამსახურება გახლდათ 2021 წლის ივნისში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება, რასაც სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლება და დანაღმული ტერიტორიების რუკების აზერბაიჯანისთვის გადაცემა მოყვა. დღევანდელი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ორ მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფის შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება და განმტკიცება აუცილებელია კავკასიის რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ყველა საკითხი სწორედ ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, ამის წინაპირობას ილჰამ ალიევის და ირაკლი ღარიბაშვილის მრავალწლიანი და ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა იძლევა.“ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: მოძრაობა “ხალხის ძალას” 200-მდე ახალი წევრი შეემატა
Next: ეს იყო ტრაგედია, რამაც გამანადგურა – კახა კალაძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.