შალვა პაპუაშვილი – ზოგი ბრაზობს, ზოგი იცინის, ზოგი ხუმრობს – ერთადერთი რაც სააკაშვილისგან არის დარჩენილი, ეს ემოციებია მის მიმართ, მორჩა

413
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

არ მგონია, ქვეყანაში არსებობდეს ერთი მოქალაქე მაინც, რომელიც იტყვის, რომ განაჩენი სააკაშვილის წინააღმდეგ არ უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

პაპუაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების შანსები შეაფასა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, მას აუცილებლად დაიჭერენ.

კითხვაზე, თქვენი აზრით, ჩამოვა თუ არა საქართველოში სააკაშვილი, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ამაზე აზრი აღარავის აქვს.

„სიმართლე გითხრათ, მგონი, ამასთან დაკავშირებით აზრი აღარავის აქვს, ყველას აქვს ემოცია. ზოგს, მის მხარდაჭერებს უხარიათ, შემდეგ ექნებათ იმედგაცრუება, ზოგი ბრაზობს, ზოგი იცინის, ზოგი ხუმრობს, არანაირი მოსაზრება აღარ არსებობს. ერთადერთი რაც არის სააკაშვილისგან დარჩენილი, ეს არის ემოციები მის მიმართ, მორჩა.

მის წინააღმდეგ არსებობს ორი განაჩენი, სანდრო გირგვლიანის საქმეზე 3 წელი აქვს მისჯილი, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წელი, არ მგონია, ამ ქვეყანაში არსებობდეს ერთი მოქალაქე მაინც, რომელიც იტყვის, რომ ეს განაჩენი მის წინააღმდეგ არ უნდა აღსრულდეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემაში შალვა პაპუაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას შესახებაც ისაუბრა. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, „ქართლი ოცნება“ ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვებისთვის ემზადება და „ზოგადად არ განიხილავს არანაირ კოალიაციას გახარიასთან“.

მისი შეფასებით, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის და მერობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ერთადერთი მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ ზიანის მიყენებაა.

„გიორგი გახარიას ერთადერთი მიზანი არის „ქართული ოცნების“ დაზიანება. გიორგი გახარიას აქვს თბილისში მოგების შანსი? ხომ არ აქვს. იმიტომაც ვატყობთ ახლა მისი პარტიიდან გასვლას, რომ ხალხმა დაინახა, ის არის სწორედ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ დააზიანოს. თუკი აქამდე ის დადიოდა რეგიონ-რეგიონ და ეუბნებოდა ხალხს, იცით რა, არსებობს გარკვეული კომუნიკაცია, თითქოს ეს ბიძინა ივანიშვილის პროექტია, ეს საუბრები ჰქონდა და ამით ცდილობდა მოტყუებას“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება