გიორგი ბარამიძე ნიკა მელიას როლს აკნინებს – ჩვენ გვაქვს ჩვენი მოძრაობა, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის გუნდი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

917
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ჩვენ გვაქვს ჩვენი მოძრაობა, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის გუნდი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერასა და თანადგომაზე საუბრისას განუცხადა.

ბარამიძემ მადლობა გადაუხადა პარტია „კანონი და სამართლის“ დამფუძნებელს, თაკო ჩარკვიანს სააკაშვილის მისამართით გამოთქმული მხარდაჭერისათვის, რომელიც ჩარკვიანმა ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამოთქვა.

„ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი ჩემი მეგობარიცაა, ძმაკაციც, ლიდერიცა და ამ ქვეყნის ერთ-ერთი იმედია. ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან მე ვერ დავუთმობ ვერავის პირველობას. ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის, არა, მე ვარ ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი! „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის გუნდი და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ჩვენი მოძრაობა, რომელსაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის გუნდი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მოხარული ვარ, რომ ამ სულისკვეთების გაზიარების სურვილი გაუჩნდა სხვა პარტიებში მყოფ ადამიანებს და მით უფრო, ლიდერებს. არ აქვს მნიშვნელობა, შესაძლოა, მომცრო პარტია იყოს. ამ მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ თაკო ჩარკვიანის“, – განაცხადა ბარამიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება