კახა კალაძე ნარკოტესტზე: ჩემი ინიციატივა იყო ძალიან მარტივი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა კანდიდატი ამყვებოდა

220
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კახა კალაძის თქმით, ის დარწმუნებული იყო იმაში, რომ მის ინიციატივას ნარკოტესტის ჩაბარებასთან დაკავშირებით თბილისის მერობის ყველა კანდიდატი დათანხმდებოდა. ამ თემაზე დედაქალაქის მერმა „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.

„ჩემი ინიციატივა იყო ძალიან მარტივი და დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველა კანდიდატი ამყვებოდა ამაში – ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ჩავაბაროთ ანალიზები, საზოგადოებას ვუთხრათ რამდენად სუფთა ვართ ყველა. მაგრამ საოცრება მივიღეთ, საოცარ განცხადებებს ვისმენთ ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ თბილისის მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა და თავად შემოწმება 6 სექტემბერს გაიარა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება