Skip to content
31/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოსო თოფურძე „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს

მარშალ პრესი 24/10/2022
სოსო-თოფურიძე-768x420

კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო თოფურიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებებს პასუხობს და მათ რუსული ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს. საუბარია ანა წითლიძისა და ლევან ბეჟაშვილის განცხადებებზე, რომლებშიც ისინი თოფურიძეს საქართველოში ჩამოსვლისკენ და გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებენ. თოფურიძე წერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გაუგებრობაა, ნიჭიერი ახალგაზრდები ტოვებენ პარტიას და მატულობს კითხვები პარტიის ლიდერების მიმართ. თოფურიძე ასევე ამბობს, რომ მას აქვს სერიოზული მაკომპრომეტირებელი დოკუმენტები „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესახებ და სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევაში პოლიტიკური ველი პარტიაში რადიკალურად შეიცვლება.

„საზოგადოებას შევახსენებ, რომ „თავის დროზე“, როგორც მოიხსენიებს ბატონი ლევანი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდს, თვითონ გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე…

გამორიცხულია, ჩემი საქმიანობის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონოდა და თუ ,,არ ჰქონდა“, დედამიწაზე არ მეგულება ისეთი წესიერი ადამიანები, როგორიც, ჩემი მინისტრები იყვნენ. ბატონ ლევანს რომ ეკითხა მათთვის ჩემი საქმიანობის შესახებ, გაერკვეოდა რეალობაში და უპასუხისმგებლო, საეჭვო, ცრუ განცხადებას საქვეყნოდ არ გააკეთებდა!

დღეს, როდესაც საქართველოს საპყრობილეში დატყვევებულია პოლიტპატიმარი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში სასჯელს იხდიან პოლიტპატიმრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათი წელი იძულებით გადახვეწილი ვიმყოფებით დევნილობაში! ამ დროს მე, იოსებ თოფურიძეს, პოლიტდევნილს, პოლიტიკური ნიშნით დაუსწრებლად გასამართლებულს, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლს 1996 წლიდან, მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, დეპუტატები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, მთელი მსოფლიოს გასაგონად, მომიწოდებენ საქართველოში დაბრუნებას და პროკურატურისთვის კითხვებზე პასუხის გაცემას, ქექავენ ჩემს წარსულ საქმიანობას, მაბრალებენ არ ჩადენილ დანაშაულს!!!

რას ემსახურება თქვენი – ოპოზიციური პარტიის ლიდერების, დეპუტატების, აშკარად რუსული პროპაგანდა, კრემლის საამებელი, უპასუხისმგებლო განცხადებები?!“ – წერს თოფურიძე.

Post navigation

Previous: როგორც უკრაინის ხელისუფლების, ისე ქართული რადიკალური ოპოზიციის ჩინოსნები საერთო კოორდინაციით მოქმედებენ და ამ კოორდინაციის უკან ამერიკელები დგანან
Next: ოზურგეთის ტექნოპარკში ,,აგროთონი“ გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.