Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

ლარსზე არაფერი ხდება, ჩვენ გამკაცრებული გვაქვს კონტროლი საბაჟოებზე – მამუკა მდინარაძე

მარშალ პრესი 07/04/2022
მამუკა მდინარაძე

ლარსზე არაფერი ხდება ისეთი, რაც წლების განმავლობაში არ იყო. ატეხილი აჟიოტაჟი არის ლოგიკური გაგრძელება იმ ყველაფრის, რაც დაიწყო ხატია დეკანოიძის „ეჭვით“, შემდეგ დაზვერვის ინფორმაციით. ეს ერთი ხაზია. მოვთხოვეთ უკრაინულ ოფიციალურ უწყებებს ან ბოდიში, ან მტკიცებულებები და ე.წ. მტკიცებულება „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ტელევიზიამ დაალაგა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო და საქართველოს რა თქმა უნდა, ასეთ მომენტებში ამკაცრებს კონტროლს საბაჟოებზე და მსგავს საკითხებზე. ყველა უწყება მოტივირებულია, რომ რაღაც სასპეკულაციო საკითხი არ მისცენ ამით დაინტერესებულ ადამიანებს. საბაჟოზეც ყველაფერი მოწმდება. „ნაცმოძრაობის“ იმ ტელევიზიას, რომელმაც ეს კადრები გაავრცელა, ერთი ზარი უნდოდათ გადასამოწმებლად. ხომ იციან რომელი უწყებაა, ვინ ანბაჟებს, პრესსამსახურებთან ხომ აქვთ ურთიერთობა, ერთი ზარი სჭირდებოდათ, რომ გადაემოწმებინათ სანამ ამ დამზაფრავ ინფორმაციას გაავრცელებდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა პროდუქცია, რაც სანქციების სიაშია, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

Continue Reading

Previous: კეთილი ინებონ და დაუყოვნებლივ წარმოადგინონ მტკიცებულებები – მამუკა მდინარაძე უკრაინის ხელისუფლების ბრალდებაზე
Next: ომის პარტია მიხვდა, რომ პრაქტიკულად გამოირიცხა საქართველოს ომში ჩათრევის რეალური შანსი – მამუკა მდინარაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025