Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

საქართველოს ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას 50 წელი შეუსრულდებოდა

მარშალ პრესი 22/10/2022
052

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს ზაზა დამენიას დღეს 50 წელი შეუსრულდებოდა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო. ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მას „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.

Post navigation

Previous: ილია დარჩიაშვილი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა
Next: სუფსაში იუსტიციის სახლი გაიხსნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.