IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

განაცხადის წარდგენა არ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას, რადგან მომავალ კვირას კენჭისყრა გაიმართება და ხუთი ხმაა საჭირო თავმჯდომარის ასარჩევად – ამის შესახებ საკონსტიტუციო საამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ ტურავამ განაცხადა.

„ხუთმა მოსამართლემ ხელი მოაწერა განაცხადს და დააფიქსირა ჩემი, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, განაცხადის წარდგენა არ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას, რადგან მომავალ კვირას კენჭისყრა გაიმართება და ხუთი ხმაა საჭირო თავმჯდომარის ასარჩევად.

გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით მიიღება. შეიცვლება თუ არა გადაწყვეტილება, არ ვიცი, ეს მოსამართლეების ნებაზეა დამოკიდებული. დღეს მოქმედი კანონი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან შეთანხმებას არ ითვალისწინებს. ძველი კანონმდებლობის თანახმად, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლო ერთ კანდიდატზე თანხმდებოდნენ და შემდეგ წარუდგენდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით ეს მიდგომა შეიცვალა, მინიმუმ სამი მოსამართლე, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხელს აწერს განაცხადს, ის, ვინც კენჭისყრის დროს მიიღებს მინიმუმ 5 ხმას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდება. ეს პროცედურა კონსულტაციებს არ ითვალისწინებს. აბსოლუტურად დამოუკიდებელია ხელისუფლების ყველა შტოსგან.

ჩემი კანდიდატურა მოსამართლეებმა წარადგინეს, ეს მათ მოილაპარაკეს. საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება. მე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, გადაწყვეტილებაში ერთი ხმის უფლება მაქვს.

საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოში ხუთწლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს, ასევე აკადემიურ სფეროში დიდი ხნის განმავლობაში ვმოღვაწეობდი და ჩემმა კოლეგებმა ასე გადაწყვიტეს, ასე ცალკე საკუთარ თავს ვერ დავასახელებდი, რადგან ეს იქნებოდა სასაცილო“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE