IMG.GE IMG.GE

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციით, ბრიტანულმა „ტელეგრაფმა“ საქართველო ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებს შორის დაასახელა.

სად უნდა ვიმოგზაუროთ პოსტპანდემიურ პერიოდში – პოპულარული ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ (Telegraph) ევროპის 10 ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ ქვეყანას ასახელებს. სტატია საქართველოს ქალაქების: თბილისისა და ბათუმის აღწერით იწყება. საქართველოსთან ერთად „ტელეგრაფის“ საუკეთესო მიმართულებებს შორისაა: ხორვატია, მონტენეგრო, მალტა, სლოვენია, ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, ავსტრია.

ევროპის საუკეთესო მიმართულებების“ (Best Europe Destinations) ახალი ანგარიშის მიხედვით, ევროპაში ყველაზე უსაფრთხო მიმართულებებს შორისაა საქართველო, ხორვატია და მადეირა. ეს მონაცემები ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის შემთხვევებისა და სპეციფიკური ჰიგიენის წესების დანერგვის მიხედვით შედგა“, – წერს „ტელეგრაფი“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროპაში ვირუსის გავრცელებით ყველაზე მეტად დაზარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში „კოვიდ-19“-ის 260-ჯერ ნაკლები შემთხვევაა.

საქართველომ პანდემიის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირება მოახდინა. ქვეყანაში შიდა ტურიზმი 15 ივნისს აღდგა. საქართველო მზად არის, საერთაშორისო მოგზაურებს პირველი ივლისიდან უმასპინძლოს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად და მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოების მიზნით, სხვადასხვა სახის ზომები მიიღეს. როდესაც ბრიტანელებს მოგზაურობის ნებას დართავენ, თბილისი სექტემბერში ან ოქტომბერში იდეალური ადგილია სტუმრობისთვის. როგორც „ტელეგრაფ თრეველის“ (Telegraph Travel) მიმომხილველი ქეი ჰოლანდი აღწერს, ძველი თბილისი მიხვეულ-მოხვეული გზებით, ვიწრო შესახვევებით, ლაბირინთული მოედნებით, ხის ლამაზი სახლებით, ბოჰემური ბარებით, კაფეებითა და უძველესი ეკლესიებით გამოირჩევა.

საქართველოს მეორე უდიდესი ქალაქია ბათუმი, რომელიც პლაჟებით, ცათამბჯენებით, სუბტროპიკული მიკროკლიმატით გამოირჩევა შავ ზღვაზე“, – წერს „ტელეგრაფის“ ჟურნალისტი ემა ფიზერსტონი.

სტატიის თარგმანს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება