სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე უკრაინის ოფიციოზის მიერ გაკეტებულ განცხადებებს და ქმედებებს ეხმაურება:
“ზელენსკის უკრაინა სმხედრო ჩერევით გვემუქრება!
ომში ვერ ჩაგვრთეს, რევოლუცია ვერ მოაწყვეს, შანტაჟს და სანქციებით მუქარას არ გვაკლებენ! ბიძინა ივანიშვილის დაცვა , სახელმწიფო ინტერესების დაცვის ტოლფასი გახდა!
უკრაინის მიერ დაწესებულ სანქციებს რაიმე ქმედითი და შინაარსობრივი დატვირთვა არ აქვს, მაგრამ მთლიანობაში საქართველოს საწინააღმდეგო პროცესის შემადგენელი ნაწილია, რითაც მეხუთე კოლონას ასაზრდოებენ და ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს!
ევროპარლამენტის პროვოკაციული რეზოლუციები, ევროკავშირის კანდიდატობის არ მოცემა, 12 პუნქტიანი ვალდებულებების დაწესება, გაუგებარი დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეკვეთილი დადგენილება და სხვა, საქართველოს საწინააღმდეგოდ მიმართული თამაშია.
დასავლეთი ადრე თუ ადვილად აწყობდა რევოლუციებს, დღეს სახელმწიფო სისტემა უფრო ძლიერია და მსგავსი ცვლილებების გაკეთებას ვეღარ ახერხებენ, მაგრამ პროცესს არ აჩერებენ. ამ საქმისთვის უცხოეთიდან მსხვილი დაფინანსებაა გამოყოფილი, რასაც მეხუთე კოლონა ითვისებს და დონორთა დავალებით მოქმედებს. ისინი ერთობლივად გეგმავენ და ქმნიან მოვლენებს, ადგენენ პოლიტიკურ დღის წესრიგს და საზოგადოებაზე ზეგავლენას ახდენენ, ხელისუფლება კი მათი პასუხის რეჟიმშია და ქვეყნისა და ხალხის ზრუნვისთვის განკუთვნილ დროის დიდ ნაწილს, თავდასხმების მოგერიებაზე ახარჯვინებენ. ამჟამინდელი სანქციებიც ამ კონტექსტით შედგა! ეს პროცესი სამართლებრივ რეგულირებას და შეცვლას საჭიროებს!
მთლიანობაშ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დარტყმა ბიძინა ივანიშვილს მიადგეს. ბევრი იკითხავს რატომ არის ასეთი ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც Credit Swiss-თან მოგებულ თავისივე თანხას არ უბრუნებენ, სანქციებით ემუქრებიან და ახლობლებს სანქციებს უწესებენ, ოლიგარქად მოიხსენიებენ და სხვა! მიუხედავად იმისა , რომ ივანიშვილი პოლიტიკას კარგახანია გაეცალა, უახლესი ისტორიული მოვლენებით ის დღევანდელი ხელისუფლების და პოლიტიკური ელიტის ავტორად რჩება. ამ ისტორიული შედეგის გამო ივანიშვილის ფაქტორი ხელისუფლების ფუნქციონირებისა და სიმტკიცის გარანტია. ამიტომ საქართველოს მოწინააღმდეგეთა მთავარი მიზანი არის ის, რომ ივანიშვილი შეასუსტონ, დააბულინგონ და შანტაჟით მართვადი გახადონ. ივანიშვილის ჩამოშორებით დასავლეთი, მეხუთე კოლონის გამოყენებით, ადვილად შეძლებს ხელისუფლებაში ტურბულენტობის გამოწვევასა, ჩამოშლა-შეცვლას და საქართველოს მართულ მარიონეტად ქცევას. ამჟამინდელი სანქციებისთვის შეიძლება არცკი მიგვექცია ყურადღება, მაგრამ ეს საქართველოზე შეტევის ერთიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია! პრეზიდენტ ზელენსკის ქვეშევრდომი არესტოვიჩის განცხადება, საქართველოში სამხედრო ჩარევასთან და მუქარასთან დაკავშირებით მეტ ყურადღებას მოითხოვს , რადგან ამ პროვოკაციას უახლოეს პერიოდში უფრო გააქტიურებენ .
ბიძინა ივანიშვილმა ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა და ბევრს დაეხმარა, ამისთვის საზოგადოებამ მადლიერება უნდა გამოხატოს, მაგრამ მასზე თავდასხმები უკვე გასცდა ინდივიდუალურ საკითხებს და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო დატვირთვა მიიღო. ჯამურად ყველაფერი ისე ლაგდება, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვა, სახელმწიფო ინტერესების დაცვის ტოლფასია გახდა!
საქართველომ მშვიდობის გზა აირჩია და ომზე უარი თქვა! ამ კონტექსტში რაიმე შეცდომა რომ დავუშვათ , ჩრდილოეთიდან რუსეთის აგრესიაა მოსალოდნელი, მეორემხრივ კი დასავლეთი ცდილობს ჩვენს დამორჩილებას და საქართველოს რუსეთთან პირდაპირ დაპირებაში ჩართვას! ხორბალი, ფქვილი, საწვავი, ზეთი, შაქარი, ზამთარში ელექტრო ენერგია და სხვა რუსეთიდან შემოდის. დაპირისპირების შემთხვევაში, დაბომბვის საშიშროება მხედველობაში რომც არ მივიღოთ, ხსენებული პროდუქციის იმპორტის შეწყვეტით, მოსალოდნელი შიმშილის და ენერგო დეფიციტის სანაცვლო კომპენსაციას დასავლეთი არ გვპირდება! ჩვენ ვერ გავაკეთებთ იმას რასაც ბალტიის ქვეყნები აკეთებენ, მათ მიერ მიღებულ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს ევრო კავშირი უმაგრებს ზურგს და დანაკარგებს უნაზღაურებს! ამიტომ გვამართლებს სიფრთხილე და სიმტკიცე, რომ ქვეყანა ჩვენთვის დამანგრეველ თამაშში არ ჩაერთოს. ხელისუფლებამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობების დახვეწისთვის, რათა დასავლეთი ჩვენი გამოყენებისთვის კი არ გაიხარჯოს, არამედ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა ჩამოაყალიბოს!
ზელენკის უკრაინამ, რაც არ უნდა დააშანტაჟოს საქართველო, ან ყველა მოქალაქეს სანქციები მოუგონოს ან სამხედრო ჩარევით დაგვემუქროს, სამშობლოს ინტერესები უპირობოდ უნდა დავიცვათ!
ჩვენ არ გავქვს იმის ფუფუნება და უფლება, რომ სხვათა თამაშის გულისთვის ჩვენი სამშობლო დავაზიანოთ!!”
წერს; სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე
იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა მოადგილის თანამდებობაზე გიორგი დგებუაძე დანიშნა