კახა კალაძე – მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი თავიდან ასაშენებელია, სამხარაულის დასკვნით, მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს

237
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქანი თავიდან ასაშენებელია.

კალაძის თქმით, სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მისი რეაბილიტაცია საფრთხეს წარმოადგენს.

„ბაქანი მთლიანად თავიდან ასაშენებელია, აქვს პრობლემა, გვაქვს სამხარაულის დასკვნა ამასთან დაკავშირებით, რომ საფრთხეს წარმოადგენს მისი რეაბილიტაცია. შესაბამისად, ბაქანი თავიდან არის ასაშენებელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება