IMG.GE IMG.GE

როდესაც კენჭისყრაში მონაწილეობას არ ღებულობს ყველა პარტია, რასაკვირველია, ჩავარდნის საფრთხე არსებობს – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა  გია ვოლსკიმ განაცხადა.

“როდესაც კენჭისყრაში მონაწილეობას არ ღებულობს ყველა პარტია, რასაკვირველია, ჩავარდნის საფრთხე არსებობს. ხმების რაოდენობაში ეს მინიმალური უპირატესობა ყოველთვის საფრთხილოა და 100%- იან გარანტიას ვერავინ დადებს. მთელი პასუხისმგებლობა იქნება იმ ფრაქციებზე, იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. რასაკვირველია, კომუნიკაცია გვაქვს სხვა დეპუტატებთანაც. მათი განცხადებები მოვისმინეთ. იმედი გვაქვს, რომ ისინი თავიანთ გაცხადებულ პოზიციას არ შეიცვლიან, მაგრამ როდესაც 2-3 ხმაზეა საუბარი, 100% -იანი გარანტია არ არსებობს. არავინ არ იცის, რა შეიძლება მოხდეს,” – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE