ირაკლი ღარიბაშვილი – აბასთუმანში განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას

155
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აბასთუმანში, ცენტრალურ ქუჩაზე არსებული მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული რეაბილიტირებული სახლები დაათვალიერა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აბასთუმანში განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ტურისტების დამატებითი ნაკადის მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

„სახლების რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2020 წელს დაასრულა. რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის 5.7 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

რამდენიმე სახლს ჩაუტარდა ავარიული ნაწილების გამაგრებითი სამუშაოც. იშვიათი არქიტექტურის ხის აივნიან სახლებს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი მორთულობები და ქანობიანი სახურავები აქვს.

მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ათეული ისტორული სახლის იდენტიფიცირება, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. მათი რეაბილიტაცია აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება