Skip to content
23/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არესტოვიჩი ქართველების დახსნას აპირებს

მარშალ პრესი 21/10/2022
ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ იუთუბ არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს “შველაზე”.

“ჩვენ მოგვიწევს იქ ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს სომხების შველა, მოლდოვეთის შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდება უახლოეს მომავალში,”- განაცხადა არესტოვიჩმა.

ზელენსკის მრჩეველი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ანგრევს ყველაფერს, რაც სააკაშვილმა ააშენა.

“თუ გავითვალისწინებთ საქართველოში პრორუსულ ხელისუფლებას, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილებების მიღების უნარი და ანგრევს ყველაფერს, რაც შექმნა სააკაშვილმა, ისევ დააბრუნა კორუმპირებული პოლიცია, ისევ ყველაფერი იყიდება, ეს ყველაფერი აგიჟებს საქართველოში დარჩენილ პატრიოტებს, რომლებიც სიმწრით თმებს იგლეჯენ.

ამდენად, ჩვენ მოგვიწევს იქ ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს სომხების შველა, მოლდოვეთის შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდება უახლოეს მომავალში. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ეგიდით, მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციაზე მიმართული და ჰუმანიტარული ოპერაციები, ყველაფერი უზრუნველყოფს წესრიგის დამყარებას,”- განაცხადა არესტოვიჩმა.

Post navigation

Previous: რა ვაწყენინეთ ასეთი, ასე რომ ეზიზღება საქართველო და ქართველები? – ნინო ფოჩხუა არესტოვიჩის განცხადებაზე
Next: მინდა ვკითხო ჩვენს “დაუძინებელ” მეგობრებს, აშშ ელჩს და მათ, ვინც უკრაინის დროშას ზელენსკის ფოტოსთან ერთად ფბ ავატარზე ამაყად აფრიალებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.