Skip to content
01/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

უკრაინის ხელისუფლების ჯამბაზები ყველა ხიდს წვავენ მეგობარ საქართველოსთან – გია აბაშიძე

მარშალ პრესი 21/10/2022
გია აბაშიძე

უკრაინის ხელისუფლების ჯამბაზები ყველა ხიდს წვავენ მეგობარ საქართველოსთან. ზელენსკის ოფისის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩიც უხეშად ერევა სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში იმ დროს, როდესაც აგრესორი პუტინი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებითა და კახოვკის ჰესის აფეთქებით იმუქრება – ასე ეხმიანება ექსპერტი გია აბაშიძე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს.

„უკრაინის ხელისუფლების ჯამბაზები ყველა ხიდს წვავენ მეგობარ საქართველოსთან. ზელენსკის ოფისის მრჩეველიც ოლექსი არესტოვიჩიც უხეშად ერევა სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში იმ დროს, როდესაც აგრესორი პუტინი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებითა და კახოვკის ჰესის აფეთქებით იმუქრება.

მეგალომანიით შეპყრობილმა არარაობა არესტოვიჩმა იკადრა და არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ სომხეთსა და მოლდოვაზე ცინიკურად განაცხადა:
ჩვენ მოგვიწევს იქ [საქართველოში] ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს სომხების შველა, მოლდოვის შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტსაბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდება უახლოეს მომავალში. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ეგიდით – მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციაზე მიმართული და ჰუმანიტარული ოპერაციები, ყველაფერი უზრუნველყოფს წესრიგის დამყარებას…

ღმერთმა აშოროს საქართველოს, უკრაინას, სომხეთსა და მოლდოვას არესტოვიჩისნაირი მდარე ხარისხის შაპიტოს მსახიობები!
არესტოვიჩი: ჩვენ მოგვიწევს საქართველოში ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი – მათ პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდებათ“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: მოხერხება ხომ უნდა ქართველებს და უკრაინელებს შორის შუღლის ჩამოგდებაზე რომ იფიქრო და ცადო? – ლევან ნიკოლეიშვილი
Next: მოიცა, მოიცა, ამან რაო? რუსებს თუ მოვუგეთო, შემდეგ ჩვენი განადგურება სურს?- ირაკლი ლატარია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.