Skip to content
19/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც იქნა, ყოველგვარი “შემოვლითი გზების” გარეშე – გამოააშკარავეს საკუთარი რეალური მიზნები – დავით ქართელიშვილი

მარშალ პრესი 21/10/2022
დავით ქართველიშვილი

“ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, რაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს “შველაზე”.

მისი თქმით, დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის ამ განცხადების ფონზე გუშინდელი მიდგომა აღარ აკმაყოფილებს და საჭიროა მკაფიო განმარტება – რასთან გვაქვს საქმე.

„როგორც იქნა, ყოველგვარი “შემოვლითი გზების” გარეშე – გამოააშკარავეს საკუთარი რეალური მიზნები: რა რუსეთის დამარცხება ან უკრაინის გადარჩენა?! საქართველოს აყირავება, საქართველოს – ჩვენგან, ქართველებისგან დახსნა, მილიონამდე მებრძოლი უკრაინელის ძალით – პოსტ-საბჭოურ სივრცეში ახალი ცხელი წერტილის, ახალი ომის გაჩაღება! მე მესმის ხელისუფლების მცდელობის, საქართველო-უკრაინის ურთიერთობების კიდევ გარკვეული დროით, “ინერციით”, “ცალმხრივი მეგობრობის” პოლიტიკაში შეფუთვის, მაგრამ ეს გაჟღერდა გუშინ. დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალური წარმომადგენლის ამ განცხადების ფონზე მე გუშინდელი მიდგომა აღარ მაკმაყოფილებს. მე სამთავრობო დონეზე მჭირდება მკაფიო განმარტება – რასთან გვაქვს საქმე…“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: კარგად იციან, ბიძინას დასანქცირების შემთხვევაშიც ვერაფერს დააკლებდნენ – ნანა კაკაბაძე
Next: უკვე ღიად, პირდაპირი ტექსტებით გვემუქრებიან – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.