როგორ იყენებენ “ნაცები” შავი ხვრელების ექსპერტს – რატომ არის განაწყენებული გია დვალი

970X90

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ფიზიკოს გიო დვალის მიერ, ხელისუფლების წინაარმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და წერს:

“ფიზიკოსას ,,ფრითინზიები”!
😆
ერთი რა მაგის პასუხია და… ამ ელემენტარული ნაწილაკების, ფარული განზომილებების, კვანტური გრავიტაციისა და შავი ხვრელების სპეციალისტს რათ აწყენინეთ?
გეკითხებით, რათ აწყენინეთ-მეთქი?!
🤓
წასულიყო, ჩამოეტანა უცხოეთიდან უახლესი ტექნოლოგიები ქუთაისის უნივერსიტეტისთვის სამმაგ ფასში, თქვენი რა მიდიოდა, ბიძინა ივანიშვილი არ იხდიდა?!
ატყდით, ძვირიაო, ესაო, ისაო, უფრო იაფად ვიშოვითო.
კი იშოვეთ, ფულებიც დაზოგეთ, მაგრამ მერე?
აგი, კვანტური გრავიტაციისა და შავი ხვრელების სპეციალისტი გადაიკიდეთ – ჩაერთობა ხოლმე საზღვარგარეთიდამ ბატონ ჩაჯვის და ისეთებს იძახის, ყურო, ნუ გაიგონებ… ეს მთავრობა რუსულია, ეს მთავრობა სულელია, ეს მთავრობა უნდა დავამხოთ, ყველამ აქციებზე უნდა ვიაროთო!
🤓
რა იცოდნენ ,,ნაცებმა” შავი ხვრელების შესახებ?
არც არაფერი, ამან ასწავლა. უახლოეს ხანში კვანტურ რაღაცებს რო ასწავლის, მერე ნახამთ თქვენა!
არა, რა გინდოდათ-მეთქი?!
წასულიყო, ჩამოეტანა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის თანამედროვე დაზგა-დანადგარები სამმაგ ფასში, რაზე ,,დააპაშოლეთ”?!
რუსეთუმეებო და პუტინის მონებო!!!
😎
ეხლა ხომ ხვდებით, რა ალაპარაკებს უკუღმართად პატივცემულ ფიზიკოსას?!” – წერს ზედელაშვილი
970X90
გაზიარება