Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ჯაბა სამუშია შეასრულებს

მარშალ პრესი 20/10/2022
ჯაბა სამუშია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 6 თვემდე ვადით ჯაბა სამუშია აირჩია. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის კახა ლორიას თქმით, აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობიდან (33 წევრი) 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. აქედან 28 წევრმა მხარი დაუჭირა ჯაბა სამუშიას, 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი.

საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა თსუ აკადემიურმა საბჭომ.

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 ოქტომბერს მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმართა აკადემიურ საბჭოს. 13 ოქტომბერს დასრულდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა წარდგენის ვადა. განცხადება ერთმა კანდიდატმა- ჯაბა სამუშიამ შემოიტანა.

Post navigation

Previous: მე-11 რეკომენდაციას მხარი დავუჭირე პირველი და მეორე მოსმენით, მესამე მოსმენისას დარბაზში არ ვიყავი, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ამ ცვლილებებს მხარს უჭერდა
Next: საიდან და რატომ გაჩნდა 19 აპრილის შეთანხმებაში, რჩება ცოტა გაურკვეველი, ოპოზიციას და ხელისუფლებას ეს შეთავაზება არ ჰქონია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.