Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა

მარშალ პრესი 20/10/2022
1

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარედ სოსო გიორგაძე დაინიშნა. “საქპატენტის” ახალ თავმჯდომარესთან შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილეს.

“საქპატენტის” თავმჯდომარედ დანიშვნამდე სოსო გიორგაძე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, მანამდე კი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობდა. სხვადასხვა დროს ის მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და იუსტიციის სახლს ხელმძღვანელობდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სოსო გიორგაძეს “საქპატენტის” თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

Continue Reading

Previous: ამ ღვარძლით სავსე ტექსტში არის პირდაპირი აღიარება იმისა, თუ როგორ მართავდნენ ნაცები ქვეყანას
Next: მე-11 რეკომენდაციას მხარი დავუჭირე პირველი და მეორე მოსმენით, მესამე მოსმენისას დარბაზში არ ვიყავი, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი ამ ცვლილებებს მხარს უჭერდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025