კოკაინი სისხლში 3 დღემდე რჩება – ნარკოლოგის განმარტება

402
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ნარკოტიკული საშუალება კოკაინი სისხლში 2-3 დღემდე რჩება. ამის შესახებ “კვირას” ნარკოლოგმა გელა ლეჟავამ განუცხადა.

როგორც ლეჟავა აღნიშნავს, სისხლში, შარდსა და თმაზე კოკაინის არსებობის ხანგრძლივობა განსხვავებულია, ისევე როგორც სხვა ნარკოტიკული საშუალებების.

“ეს საკმაოდ რთული საკითხია. მაგალითად მარიხუანა სისხლში შესაძლოა 1 თვეც დარჩეს, კოკაინი კი დაახლოებით, 3 დღემდე რჩება. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რით იკვებება ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანი, რას ჭამს, რას სვამს, როგორი ნივთიერებათა ცვლა აქვს, ასევე მნიშვნელოვანია თუ რამდენი მიიღო, როგორი დამოკიდებულება აქვს ნიკოტინის მიმართ და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი. ეს კი მაშინ როცა კოკაინის მოქმედება 2-3 საათში გადის. კიდევ ერთხელ ვამბობ ეს საკმაოდ რთული საკითხია”, – განაცხადა გელა ლეჟავამ.

აღსანიშნავია, რომ შარდში, როგორც სისხლში კოკაინი დაახლოებით 3 დღემდე რჩება, თმაზე კი გაცილებით დიდ ხანს, 90 დღემდეც კი დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ ნარკოლოგიური ტესტი გაიკეთა და ოპონენტებს შემოწმებისკენ მოუწოდა. მერობის კანდიდატების მხრიდან ნარკოლოგიური კვლევის ჩატარების ინიციატივა კახა კალაძემ ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდით ახსნა. შემოწმება ამ დრომდე, კალაძის გარდა, არცერთ კანდიდატს არ გაუვლია.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება