ცესკოში რეგისტრირებული 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 15 პირდაპირ კავშირშია ოპოზიციასთან

225
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელ დავით ჩიხელიძის გამოხმაურება “ცესკო”-ში, ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებთან დაკავშირებით რეგისტრირებულ 15 სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე, რომლის წარმომადგენლებიც ოპოზიციასთან კავშირში ამხილეს და ამ საკითხზე ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გივი მიქანაძემ ისაუბრა.

“საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში არსებობს, ეს არის ერთი დიდი, მრავალრიცხოვანი ოჯახი, რომელიც სიმართლის და პირუთვნელი ჭეშმარიტების მხარდაჭერას/დადგენას ემსახურება.

როგორც წესი, სადამკვირვებლო ორგანიზაციის/მისიის საქმიანობა ცდება ლოკალურ საზღვრებს და გლობალურ მნიშვნელობას იძენს, რადგან სწორედ მათ დასკვნებზე არის დამოკიდებული ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. არჩევნების დაკვირვება, გართობა არ არის, ეს საპასუხიმგებლო მისიაა, რომელიც შესაბამის ცოდნას, კომპეტენციას და შრომატევად სამუშაოს მოიცავს.

სამწუხაროდ საქართველოში არსებულ ორგანიზაციების ნაწილს, არჩევნებზე დაკვირვება და დამახინჯებული რეალობის ანგარიშად წარმოდგენა გართობა და პარტიის ერთგულებად მიაჩნიათ, რაც მცდარი შეხედულებაა.

„არ არსებობს დაფარული რომელიც არ გაცხადდეს” ცესკოში რეგისტრირებული 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 15 პირდაპირ კავშირშია ოპოზიციასთან, უფრო მეტიც, მათი ხელმძღვანელი პირების ნაწილი, ოპოზიციური პარტიის წევრები იყვნენ, დღეს კი ჭეშმარიტების ფარს ამოფარებულნი ტყუილს ავრცელებენ.

ყველაზე დიდი პრობლემა მათი საქმიანობის ტენდენციურობაა და არა კავშირი პოლიტიკურ სუბიექტთან. რადგან ისინი არ იცავენ ობიექტურობას, პირდაპირ ვიტყვი დაგეშილი არიან ცესკოზე, რომ როგორმე მათი დისკრედიტაცია მოხდეს. მათი მთავარი პრობლემა სწორედ ის არის, რომ ვერ გათავისუფლდნენ პარტიისგან, მათი ბუნება იმდენად იწრო არს, რომ სამშობლოს და პარტიის მსახურება ერთმანეთში ერევათ, დაუშვებელია, ვიწროპარტიული ინტერესის გამო სახელმწიფო გაწირო და ყოვლად აბსურდული ბრალდებებით მისი იმიჯი შელახო. ასეთი ორგანიზაციები კი მრავლად არის. რომელი ერთი და მართლაც რომელი ერთი ვთქვა (“პლატფორმა 2020″, „განათლების პროფესიული კავშირი”; „ანტიკორუფციული მედიაცენტრი”; „სოციალური გარემო” და სხვა) ყველაზე დიდ, უპასუხო კითხვას აღნიშნული ორგანიზაციების დაფინანსების გაუმჭირვალობა წარმოადგენს, რაც უამრავ კითხვის ნიშანს აჩენს და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი პირდაპირ ოპოზიციური პარტიებისგან ფინანსდებიან, როგორ წარმოგიდგენიათ გაბედავენ, დადგნენ სიმართლის, მაგრამ მათი დამფინანსებლების საწინააღმდეგო მხარეს? რა თქმა უნდა ვერ გაბედავენ, რადგან მათ მონური მენტალიტეტი აქვთ!

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2020 წლის არჩევნები,როდესაც ოპოზიციასთან კავშირი ცესკოში რეგისტრირებულ 32 ორგანიზაციას დაუდასტურდა, კარგად გვახსოვს რაც მოხდა არჩევნების შემდეგ, მათ 2021 წლის არჩევნებზეც იგივე მიზანი ამოძრავებთ. არა სიმართლე, არა ჭეშმარიტება, არამედ სიცრუე და დესტრუქცია. საბედნიეროდ მათ იმედები გაუცრუვდებათ, რადგან ჯერ არ არსებობს მანიპულირების ისეთი საშუალება, რომელიც ხალხის ძალას დაამარცხებს, ხალხი კი აღნიშნული ორგანიზაციების საპირისპირო მხარეს დგას.”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება