Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

წარსულში ადეიშვილის კონკრეტული დანაშაულების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის – პაატა მანჯგალაძე

მარშალ პრესი 19/10/2022
პაატა მანჯგალაძე

წარსულში ადეიშვილის კონკრეტული დანაშაულების შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტების კითხვას იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის შესახებ.

როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, ადეიშვილის დანაშაულების შესახებ იგი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

„უკრაინა არის ომის მდგომარეობაში და თვითონ გადაწყვეტს, ჩვენ გარეშე, ვინ სჭირდება ამ ფორუმზე იყოს მისი წარმომადგენელი. არავითარი წარმოდგენა ადეიშვილის არც ახლანდელ საქმიანობაზე და წარსულშიც, კონკრეტული დანაშაულების შესახებ, ჩემთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროპული საბჭოს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის თემაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილიც ესწრებოდა.

Post navigation

Previous: იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის – პრემიერი
Next: მეკარედ ისეთი ადამიანი გვეყენა 10 წლის განმავლობაში, რომელიც მეკარე კი არა მტირალა ეგომანიაკი აღმოჩნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.