კახა კალაძე: საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ვრცელდება ბევრი არასწორი ინფორმაცია

208
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში არაერთი საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა, თუმცა მიზანმიმართულად ვრცელდება ბევრი მცდარი ინფორმაცია. ამის შესახებ კალაძემ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან კონსტანტინე ზარნაძესთან ერთობლივად გამართულ ინტერნეტჩართვისას განაცხადა, სადაც მოსახლეობის კითხვებს პასუხობს.

კახა კალაძე სოციალური ქსელის მომხმარებლის შეკითხვას გამოეხმაურა, თუ რა იგეგმება ე.წ. კონიაკის დასახლებაში მდებარე #13 და #14 საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით.

„ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება მიზანმიმართულად. მახსოვს ა მიკრორაიონზეც იყო საუბარი, თითქოს იქ ბაღს ვანგრევთ და კორპუსი უნდა აშენდეს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ამ ბაღებთან მიმართებაშიც ვაპირებთ რეაბილიტაციას, განახლებას და ყოველმხრივ მოწესრიგებას. გლდანში ძალიან ბევრი ბაღის რეაბილიტაცია განვახორციელეთ და ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კონსტანტინე ზარნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ყველა საბავშვო ბაღი, რომელიც დღეს გლდანის რაიონში ფუნქციონირებს, მოწესრიგებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია.

„ყველა ბაღი, რომელიც გლდანის რაიონში დღეს ფუნქციონირებს, გამართული და მოწესრიგებულია, ისე, რომ ბავშვებს უხარიათ იქ სიარული. გარდა ამისა, ავაშენეთ ახალი, ადაპტირებული ბაღებიც, მე-6 და მე-8 მიკრორაიონებში, ასევე, ახლა მთავრდება #104 ბაღის მშენებლობა მუხიანში. მე ყოველთვის ვეუბნები მოსახლეობას, რომ ეს ბაღებიც აშენებული იქნებოდა, რომ არა ეს პანდემია და რთული მდგომარეობა, რომელიც ქალაქს შეექმნა ამ ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება