Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ბარიერის დაწევის საკითხი, თუ ოპოზიციური პარტიების მხრიდან დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და პარლამენტში კონსტრუქციულ თანამშრომლობას დავინახავთ

მარშალ პრესი 18/10/2022
ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენ ახლა კონცენტრირებული ვართ 12 პუნქტის შესრულებაზე, დაბალი ბარიერი კი 12 პუნქტის ნაწილი არ არის. დაბალი ბარიერის არის პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების ნაწილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი გუნდი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხის იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ოპოზიცია კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ, თუ დავინახავთ დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, თუ დავინახავთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ოპოზიციური პარტიების მხრიდან პარლამენტში, მაშინ, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ბარიერის დაწევის საკითხი, თუმცა ეს საჩქარო თემა არ არის, იმიტომ რომ შემდეგი არჩევნები ჩვენ გვაქვს 2024 წლის ოქტომბერში, ამიტომ ამ საკითხს ჩვენ შეგვიძლია მივუბრუნდეთ შემდეგ, წელს, ან, სულაც 2024 წლის დასაწყისში. მანამდე პროცესი გვაჩვენებს რა ვითარება იქნება საქართველოში, როგორ რეჟიმში ითანამშრომლებენ პოლიტიკური პარტიები და თუ ეს გარემო იქნება ხელსაყრელი იმისთვის, რომ დაბალი ბარიერით უკეთ შევძლოთ მოსახლეობის დაკვეთის შესრულება, მაშინ, რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ბარიერის დაწევაზე“, – განაცხადა სამხარაძემ.

Post navigation

Previous: სტოლტენბერგი: ნატო უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს უახლოეს დღეებში გადასცემს
Next: ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან მე-11 შესრულებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.