Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 06/04/2022
შემოსავლების სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ნებისნიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ.
რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ კადრებს – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის განმარტავს, რომ გასული 1 კვირის მანძილზე, სგპ “ყაზბეგის” გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად (რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით) შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირეული იურიდიული პირის კუთვნილი 19 ერთეული “KAMAZ”-ის მარკის სატვირთო (არასამხედრო) ავტომობილი.
საქართველოსა და საერთაშორისო საბაჟო წესების სრული დაცვით, სატვირთო ავტომობილები გატარდა რეგისტრაციაში და გაშვებულ იქნა დანიშნულების ქვეყნის მიმართულებით.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკაონ გადაუმოწმებელი მასალის გავრცელებისგან და ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის სამსახურებთან.

Continue Reading

Previous: “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი განცხადებას ავრცელებს – რუსეთთან ლაპარაკი არ შეიძლება, მითუმეტეს ახლა, როცა უკრაინა ომშიაო- ეს ნაცმოძრაობის ბოროტი პროპაგანდაა
Next: მამუკა მდინარაძე უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე: თუ აკეთებ ასეთ განცხადებას, ამ მასშტაბის სკანდალის მოლოდინით, ელემენტარული მტკიცებულება მაინც უნდა გქონდეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025