წინასაარჩევნოდ სააკაშვილის ჩამოსვლაზე განცხადებები „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს – ხაზარაძე

197
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ყველას აქვს უფლება, დააფუძნოს ნებისმიერი ორგანიზაცია, თუმცა წინასაარჩევნოდ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებები „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

მისივე თქმით, ოპოზიციამ ხელიდან არ უნდა გაუშვას შანსი, რომ არჩევნების გზით „ქართული ოცნება“ დაამარცხოს.

როგორც ხაზარაძე ამბობს, სხვა საკითხები ახლა პრიორიტეტს არ წარმოადგენს.

„არ ვიცი, ეს განცხადება რას ემსახურება. ყველას აქვს უფლება, დააფუძნოს ნებისმიერი ორგანიზაცია. ჩემთვის ეს თემას არ წარმოადგენს. თუ ვინმეს ჩამოსვლა უნდა ქვეყანაში, მათ შორის პრეზიდენტს, მას შეეძლო ჩამოსულიყო ან ჩამოვიდეს. უბრალოდ, წინასაარჩევნოდ მის ჩამოსვლაზე განცხადებები „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს, ესაა ფაქტი. ჩვენ, მთელმა ოპოზიციამ არ უნდა გავუშვათ დღეს შანსი, დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ და მივიღოთ რიგგარეშე არჩევნები. ესაა ახლა მთავარი და დანარჩენი პრიორიტეტს არ წარმოადგენს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს. ჩარკვიანის თქმით, ორგანიზაციის სახელწოდებაა „საერთო სახალხო მოძრაობა“.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება