Skip to content
19/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალაუფლებაც იმისთვის მინდა, რომ რაც ჩვენ გვგონია სწორი, ის ვაკეთოთ – თამარა ჩერგოლეიშვილი

მარშალ პრესი 17/10/2022
თამარ ჩერგოლეიშვილი

“ხშირად, კეთილის მსურველები წუხდებიან როდესაც კერპებს ვეხები და მავსებენ რჩევებით, რომ კერპზე შეხებით ბევრ ხალხს ვაბრაზებ და ასე ვერ გავიმარჯვებ.
მეგობრებო, ჩემს გამარჯვებად მივიჩნევ უმრავლესობის ჩემს სიმართლეში დარწმუნებას და ეს შესაძლებელი მგონია.

მე მინდა, რომ უმრავლესობამ იფიქროს ჩემნაირად – მათი დარწმუნება მინდა, რომ როგორც ჩვენ ვფიქრობთ, ეგაა სწორი.

ძალაუფლებაც იმისთვის მინდა, რომ რაც ჩვენ გვგონია სწორი, ის ვაკეთოთ. ამას როგორ გავაკეთებთ, თუ მოვატყუეთ და ისე ავარჩევინეთ თავი?

თქვენ ფიქრობთ, რთულია ყველასთვის მოსაწონი ვაკეთო? რა უნდა მაგის კეთებას, ეგ ძალიან იოლია.

მაგრამ ეგ არ იქნება ჩემი გამარჯვება. ეგ იქნება უმრავლესობის გამარჯვება ჩემზე.
თავს გამარჯვებულად ჩავთვლი, როცა რაც რეალურად ვარ და რასაც რეალურად განვასახიერებ, იმას მიიღებს სწორ გზად საზოგადოება.

ანუ მე უმრავლესობის დარწმუნება მინდა ჩემს სიმართლეში. უმრავლესობის მოტყუებით და თვალთმაქცობით წინსვლა და გამარჯვებები არ მაინტერესებს – არ მიმაჩნია ეგ გამარჯვებად.”– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა
Next: თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.