პრემიერ-მინისტრი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა

108
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერგეტის სამების ტაძარს სტუმრობდა. მთავრობის მეთაურმა ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოს იეგუდიელთან ერთად მოილოცა. მთავარეპისკოპოსმა პრემიერ-მინისტრი დალოცა და მის საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გერგეტის სამების ტაძარში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, პარლამენტის დეპუტატები- დიმიტრი ხუნდაძე, ალუდა ღუდუშაური, ლევან მგალობლიშვილი,

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე.

 

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება