კოდუას პირმშო კვლავ ურცხვად ტყუის – დავით ჩიხელიძე

655
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

კოდუას პირმშო (პლატფორმა 2020) კვლავ ურცხვად ტყუის! მათზე დაწერის დიდი სურვილი არ მაქვს, მაგრამ ფაქტებით იმდენად ურცხვად მანიპულირებენ, რომ მათ განცხადებებზე დუმილი დაუშვებელია. როგორც ამბობენ „ყოველი სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია“ მათ ორგანიზაციას ბევრი „ბრძენი“ ჰყავს, რომელთაც საზოგადოება სულელი ჰგონია.”– ამის შესახებ განცხადებას “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ავრცელებს:

“როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ ანგარიშში რომელიც 2020 წლის არჩევნებს შეეხებოდა, სიტყვა გაყალბება ნახსენები არ ყოფილა.

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ მთავარი არა კონკრეტული სიტყვა, არამედ დასკვნის სულისკვეთება და ხასიათია. ახლა კი ვნახოთ რა წერია პლატფორმის დასკვნაში „არჩევნები შეიძლება შეფასდეს მძიმედ, მიუხედავად კონკურენტული საარჩევნო პროცესისა, არჩევნები არ შეძლება ჩაითვალოს როგორც სამართლიანი არჩევნები, არჩევნები ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან იყო ყველაზე ცუდად ორგანიზებული არჩევნები” აღნიშნული დასკვნაში სიტყვა გაყალბება ეწერება თუ არა უმნიშვნელოა, რადგან ფაქტია, მათ საკუთარი დასკვნით მოახდინეს სიცრუის ტირაჟირება, იმავე არჩევნებს ეუთო/ოდირი შემდეგი სიტყვებით აფასებს „საარჩევნო უბნებზე პროცესი იყო გამჭვირვალე და პროცედურები ძირითადად დაცული იყო” ეს ორი დასკვნა ნათლად აჩვენებს, პლატფორმა 2020-ის უსუსურობას და არაპროფესიონალიზმს.

პლატფორმა 2020ის საბოლოო ანგარიში ზუსტად იმეორებს ნაციონალური მოძრაობის და ოპოზიციის პოზიციას, შესაძლოა ითქვას, მათი ანაგრიში დაწერილია პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდებს ეფუძნება და ცდილობს, არამხოლოდ ცესკოს არამედ ზოგადად ქვეყნის დისკრედიტაციას, საბედნიეროდ არსებობს ობიექტური მიუკერძოებელი, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც ანგარიშში გადმოცემულია პირუთვნელი სიმართლე, რომ არჩევნები დემოკრატიულ თავისუფალ გარემოში ჩატარდა.”- აღნიშნავს დავით ჩიხელიძე.

რეკლამა
მოწონება