Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, ყველის შემნახველი მრავალფუნქციური სამაცივრე სისტემა შეიქმნა

მარშალ პრესი 17/10/2022
311477778_480352867453709_6273980249092513767_n

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში, ყველის შემნახველი მრავალფუნქციური სამაცივრე სისტემა შეიქმნა.

პროექტი იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და ორგანიზაცია “ბრიჯი -ინოვაცია და განვითარების” მიერ განხორციელდა.

მრავალფუნქციური ყველის სამაცივრე სისტემის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.

ყველის შემნახველი სამაცივრე სისტემა ადგილობრივი ფერმერების მიერ, ტრადიციული მეთოდით წარმოებული ყველის ხარისხის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი ფერმერების შემოსავალს.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითა და სამთავრობო გუნდის კოორდინაციით 22-ლარიანი დანამატი 100 ლარი გახდა, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს
Next: ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა, პასუხი აგოს, თუ რამე ბრალეულობა გამოიკვეთება, შადრევანთან დაკავშირებით ყველა ეტაპზე დასკვნაში აღნიშნული იყო, რომ შესრულებული სამუშაოები პროექტს შეესაბამება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.